"ყველა თბილისელის ვალია დაიცვას დედაქალაქი და ერთი ადამიანის კერძო ყანად არ აქციოს თბილისი"- ეს განცხადება „ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გააკეთა.
„მე მგონია ეს იქნება დასაწყისი და დადგება დრო როცა არა მხოლოდ პოლიტიკოსები და პარტიული აქტივისტები გააპროტესტებენ, თუნდაც მრავალრიცხოვანი აქციებით, არამედ ორჯერ, სამჯერ, ათჯერ მეტი თბილისელი გამოვა ქუჩაში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მსვლელობას მართავს. ოპოზიცია საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას სიმბოლურ ფასად მიწის ფართობები გადაეცა. მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.