18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ევრაზიული ფაროსანა - ზაზა ბიბილაშვილი ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს

„საქართველოს გაუმარჯოს ივანიშვილის გარეშე“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა. ამ წუთებში პარტიის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. როგორც ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა  ვარდების რევოლუციის დროს დასრულდა ის მძიმე პერიოდი, რომელიც ქვეყანამ გაიარა და მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი ფიქრობდა რომ უნდა გაგრძელებულიყო აღმავლობა ისევ დაბრუნდა ძველი ხანა.

„ჩვენ გვეგონა, რომ წინ უნდა წავსულიყავით და ის ხარვეზები, რომელიც იყო უნდა აღმოგვეფხვრა და აღმოჩნდა რა, აღმოჩნდა რომ რუსეთის აგენტების, ბავშვების მკვლელების, კიწმარიშვილის მკვლელების , ჩვენი სპეცრაზმელების მტრების დრო დაბრუნდა“,-განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით დღეს აქციაზე არის შეკრებილი ის ხალხი, ვისაც აწუხებს საქართველოს ბედი. ბიძინა ივანიშვილის გარშემო კი არის მხოლოდ მისი კლანი.

„ამ ევრაზიული ფაროსანას გარშემო არის მხოლოდ მისი კლანი, არიან მხოლოდ კორუმპირებული ჩინოვნიკები, არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც საშოვარზე არიან მოსული“,-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ხალხის მმართველობა უნდა დასრულდეს 21 ოქტომბერს.

ამავე თემაზე
დღის ამბები