18 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"ის რომ გარაჟს ააშენებს, ის რომ ბოტანიკურ ბაღს გადააქცევს ბოსტნად თურმე ეს არის ინვესტიაცია და ეს უნდა გვიხაროდეს"-ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით რეზიდენცია, რომლის წინაც ახლა აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი არის არაფორმალური კანცელარია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი.

„ეს არის  ადგილი, საიდანაც იმართება ჩვენი ქვეყანა. ეს არის ადგილი, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ის, რომ გარაჟს ააშენებს ეს არის ინვესტიცია. ის, რომ ბოტანიკურ ბაღს გადააქცევს ბოსტნად თურმე ეს არის ინვესტიაცია და თურმე ჩვენ ეს უნდა გვიხაროდეს,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილება სპეცსამსახურებმა მიიღეს და არა საკრებულოს დეპუტატებმა. ივანიშვილს კი ჰგონია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი პირადი დაცვის სამსახურია. 

დღის ამბები