18 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" აქციაში კონგოში დაკავებული სოსო ოსორაულის მეუღლეც მონაწილეობდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რომლითაც პარტიამ მხარდამჭერებთან ერთად ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ფართობების გადაცემა გააპროტესტა, შეძახილების და ხმამაღალი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოს დროშები და ტრანსფარანტები ეკავათ.

დემონსტრანტებს შორის იყო კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის მეუღლეც. ნინო ოსორაულის თქმით, ერთადერთი პარტია, ვინც მათ გვერდით დადგა - „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

„ხელისუფლებამ გაწირა, ხელისუფლებას საერთოდ არ აღელვებს ცოცხალია, მკვდარია.  არც იმას გვატყობინებენ, აი ამა და ამ დღეს თუ მკვდარია გადმოვასვენებთ.  არც კი გვეკონტაქტებიან. მე გადაწყვეტილება მივიღე, რომ ერთადერთი ნაციონალები გამომეხმაურნენ ამ ამბავში და ყველანაირ დახმარებას შემპირდნენ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია იქნება. შეიკრიბოს დელეგაცია და წავიდეს კონგოში რომელიც გაარკვევს სიტუაციას პირადად კონგოს ხელისუფლებასთან,“-განაცხადა ნინო ოსორაულმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვედ 27 იანვარს ჩავარდა. ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.   

დღის ამბები