უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით
საელჩო საქმის კურსშია და მათ ბორისპოლის აეროპორტში მყოფ ქართველ დეპუტატთან ინტენსიური კომუნიკაციაა აქვთ, თუმცა გელა დუმბაძის თქმით, ნაყოფიას მომხდართან დაკავშირებით საელჩოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.
„რადგანაც უკრაინულმა მხარემ ბატონი ნაყოფია არ შეუშვა თავის ტერიტორიაზე ამას წყვეტს უკრაინული მხარე,“-განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ.
კობა ნაყოფია დღეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. ის აეროპორტში გააჩერეს, ნახევარი საათის შემდეგ კი უთხრეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. თავად კობა ნაყოფია მომხდარს 17 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირებს.