კონგოში დაკავებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ბრალდებას ინფორმაციის დროულად არ მიწოდებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"იოსებ ოსორაულის ტყვეობაში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აამოქმედა ყველა მექანიზმი საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად და ამის შესახებ პირველივე დღეებიდან ოსორაულის ოჯახის წევრები ინფორმირებული იყვნენ. თუმცა საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდება სრულად ინფორმაციის დაზუსტება მის დაღუპვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან."
განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნინო ოსორაულის საპასუხოდ გაავრცელა, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა. მან თქვა, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს და ერთადერთი ვინც მისი მეუღლის მდგომარეობით დაინტერესდა „ნაციონალური მოძრაობაა.“
ქართველი მფრინავი კონგოში ტყვედ 27 იანვარს ჩავარდა. ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.