18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
გიორგი გუგავამ ავტოფარეხში მცხოვრები ოჯახი მოინახულა

სვანიძეების სამ-სულიანი ოჯახი გლდანის მესამე მიკრორაიონში ავტოფარეხში ცხოვრობს. ისინი  დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა მოინახულა. გიორგი გუგავას თქმით, მსგავს გაუსაძლის პირობებში საქართველოში არაერთი მოქალაქე ცხოვრობს და ხელისუფლებას ყველა მათგანზე ზრუნვის ვალდებულება აქვს. მისივე განცხადებით ის გეგმავს, რომ შექმნას  მუნიციპალური საბინაო ფონდი სადაც მისი გამარჯვების შემთხვევაში შესახლდება და მფლობელობაში გადაეცემა ყველა უსახლკაროს. 

დღის ამბები