18 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"პოლიტიკური ფაროსანა" - ენმ-ს ხმაურიანი აქცია ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის წინააღმდეგ

საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას პუშკინის სკვერის და თაბორის მთის მიმდებარედ მიწის ფართობები 1 ლარად დაუმტკიცდა, „ნაციონალურმა  მოძრაობამ“ საპროტესტო მსვლელობით გააპროტესტა.

პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად,  რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მსვლელობა სოლოლაკის მიმართულებით გაგრძელდა და ის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეებს სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მიმართეს. გამომსვლელებმა ბიძინა ივანიშვილის ფაროსანას შეადარეს და აღნიშნეს, რომ ის მომხრეებთან ერთად ქვეყანას სწორედ ამ მწერივით შეესია და ცდილობს მიიტაცოს თბილისელების ქონება.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელთან პლაკატები გააკრეს წარწერით „პოლიტიკური ფაროსანა.“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით დღევანდელი აქცია არის ერთგვარი გამაფრთხილებელი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მას არ მისცემენ 21 ოქტომბერს არჩევნებს გაყალბების უფლებას. 

აქცია 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წევრებმაც მიიღეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები