18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
გაყიდული ბაზარი, გადაუხდელი ფული და ღარიბაშვილის სიმამრი - რუსთავის ბაზრის ყოფილი მფლობელი გამოძიების დაწყებას ითხოვს

რუსთავში არსებული ეგრეთ წოდებული ძველი საკოლმეურნეო ბაზრის 100 პროცენტიანი წილის მფლობელმა იმდად მამედოვმა საკუთრება ისე გაყიდა, რომ მისთვის ფული არავის გადაუხდია. 4 წლის წინ მამედოვმა ბაზრის გაყიდვა გადაწყვიტა. მალევე მას  ბესიკ ფიფია გამოეხმაურა, რომელმაც ბაზრის შეძენის სურვილი გამოთქვა.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მისი ნდობის მოსაპოვებლად ფიფიამ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის სახელი გამოიყენა და ცრუ დაპირებებით იმდენს მიაღწია, რომ ბაზრის მართვაში ჩაერთო. მამედოვი ამტკიცებს იმასაც, რომ ფიფია თამაზაშვილთან რამდენჯერმე ჩავიდა, შემდეგ კი მას უთხრა რომ თანხას ბაზრის სანაცვლოდ უახლოეს დღეებში მიიღებდა. გარიგება სიტყვიერი იყო. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ბაზარი აუქიოცნის წესით გაიყიდა.

ბიზნესმენი, რომელიც ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებულ ბაზარს ფლობდა, დღეს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ერთი ფურცლის ამარა დარჩა, რომელზეც წერია, რომ ვინმე ბესიკ ფიფიას გასასტუმრებელი 300-ათასიანი ვალი აქვს. 

მამედოვი ამბობს, რომ თუ პროკურატურა საქმით არ დაინტერესდება და ფაქტს არ გამოძიებს საპროტესტო აქციებს გამართავს. 

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები