18 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები და 2 კანდიდატის სამზადისი გამარჯვებისთვის

21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებში სხვა კანდიდატებთან ერთად ნინო ბოლქვაძე იყრის კენჭს, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ ლესბოსელია. ის "რესპუბლიკური პარტიის" სიით მონაწილეობს არჩევნებში.  

ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ იბრძვის სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად. ის ასევე მიიჩნევს, რომ მისი ყოფნა პროპორციულ "სიაში რესპუბლიკური" პარტიის ამომრჩეველთა რიცხვს გაზრდის და არა პირიქით.

მეორე კანდიდატი კი ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტია. ის საბურთალოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი 32 წლის არის. რამდენიმე წელია, რაც დედაქალაქში ცხოვრობს თუმცა ამბობს, რომ იმდენად უყვარს ეს ქალაქი, რომ მას ბევრ თბილისელზე უკეთ იცნობს. 

დღის ამბები