18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს სოციალური დახმარება P.S-ის მიერ სიუჟეტის მომზადების დაწყებიდან მეორე დღესვე დაუნიშნეს

ლანჩხუთში სოფელ ზემო ჭინათში, ერთ ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი ადამიანი ცხოვრობს. ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება და მათი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.

51 წლის ზურა ბოლქვაძეს ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ხოლო მისი შვილი 15 წლის მოზარდი დაბადებიდან ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ზურას და დათოს პენსიაა.

უმძიმეს პირობებში მცხოვრები ოჯახი სახელმწიფოს წლების განმავლობაში დახმარებას სთხოვდა, თუმცა პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო.

სოციალური დახმარება მხოლოდ მას შემდეგ დაუნიშნეს, რაც „პოსტსკრიპტუმმა“ ოჯახის პრობლემების გაშუქება გადაწყვიტა. სიუჟეტის მომზადების დაწყებიდან მეორე დღესვე ოჯახს ლანჩხუთის გამგეობიდან დაუკავშირდნენ.

თუმცა, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ოჯახის უფროსს, ფეხის ამპუტაციის ოპერაცია სახელმწიფომ მხოლოდ ნაწილობრივ დაუფინანსა. გადაუხდელი 160 ლარის გამო კი სასამართლომ მათ ჯარიმა დააკისრა.

დღის ამბები