18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ფაროსანას შემოსევის მასშტაბებმა შემოდგომაზე სტიქიური უბედურების ნიშნულს მიაღწია

აზიური ბაღლინჯოს შემოსევამ გურიას, აჭარას, სამეგრელოსა და იმერეთს  მასშტაბური ზარალი მიაყენა. განადგურებულია მოსავალი, ხეხილი და ბოსტნეულის კულტურები.

აზიური ყავისფერი ბაღლინჯოთი სავსეა სახლის ფანჯრები, კომოდები, ლოგინები და ტანსაცმელი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლა ფაროსანამ მათ სახლებში გამოსაზამთრებლად დაიბუდა.

რამ გამოიწვია დასავლეთ საქართველოში ფაროსანას გამრავლება? ყველაზე სარწმუნო, ვერსიის მიხედვით აზიური ყავისფერი ბაღლინჯო ჩინეთიდან სოჭში ჩამოტანილ ხის მორებს ჩამოჰყვა. პირველად მავნებელი სწორედ სოჭის ოლიმპიადის დროს გამოჩნდა, სწრაფად მოედო ოკუპირებულ აფხაზეთს და შემდეგ სრულიად დასავლეთ საქართველოს. პოპულაციის პირველივე წელს ქართველი გლეხების ზარალი კოლოსარულია.

აზიურ ბაღლინჯოსთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდიდან ყველაზე ეფექტური ქიმიური წამლობაა. სასოფლო სამეურნეო სავარგულების შეწამვლა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამბობენ, რომ ნათესებისა და ხეხილის წამლობა არ დაგვიანებულა, თუმცა ბაღლინჯოს კატასტროფულად სწრაფი გამრავლება მაინც მოხდა. სტიქიური უბედურების ნიშნულს აზიურმა ფაროსანამ 2017 წლის შემოდგომის ბოლოს უკვე მიაღწია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში რთული გაზაფხულის მოლოდინში არიან.

დღის ამბები