18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
მნიშვნელოვანი ადგილი ლიტერატურულ რუკაზე - 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო მთავარი ქვეყანა იქნება 

278 ათასი დამთვალიერებლით, 100-ზე მეტი მონაწილე ქვეყნით 7 ათასი გამოფენითა და უთვალავი წიგნით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა წელს განსაკუთრებულია. ბაზრობის საპატიო სტუმარი საფრანგეთია. ღონისძიებაზე უამრავმა ცნობილმა მწერალმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო „და ვინჩის კოდის“ ავტორი დენ ბრაუნი, ასევე მარგარეტ ეტვუდი.

წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს, ადგილზე ყველაზე იშვიათი და ძველი გამოცემებია წარმოდგენილი. ათასობით ევროდაა შეფასებული ცნობილი ადამიანების ხელნაწერები. ანტიკვარებშია ქართული წიგნიც.

ღონისძიებაზე გაიმართა ქართული ანბანის ანიმაციური ვიდეო რგოლის და პროგრამის პრეზენტაცია.

გარდა ამისა, წიგნის ბაზრობაზე მწერლებმა რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს. გაკეთდა ალეგორიული მავთულხლართი და წიგნის ბაზრობის დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველო ოკუპირებულია.

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა დასრულებულია. 2018 წლიდან კი ფრანკფურტში უკვე საქართველოს წელი იწყება. მომავალ წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი ექნება.

ქვეყანა მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე 2018 წელს მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

 

დღის ამბები