18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
"გო’ემიოს" ცნობარი - საიდუმლო ექსპერტები 600-ზე მეტ ქართულ რესტორანს ეწვივნენ

საფრანგეთი, ისევე როგორც კულტურითა და ხელოვნებით, მდიდარია კულინარიული შედევრებით. ფრანგული სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური საგანძურია. ორმა ჟურნალისტმა კულინარიის შესახებ ბლოგების წერაც დაიწყეს. მას შემდეგ 50 წელი გავიდა და ყვითელ წიგნში, "გო’ემიო" ცნობარში, მარტივად არის შესაძლებელი გამორჩეული, გემრიელი და ხარისხიანი რესტორნის პოვნა. ყვითელი გზამკვლევი მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური გამოცემაა.

"გო’ემიოს" ცნობარში მოხვედრას ყველა რესტორანი ოცნებობს. საიდუმლო კლიენტები საუკეთესო შეფ-მზარეულებსა და რესტორნებს ეძებენ და შემდგომ ისინი შეფასებებს წერენ.

საიდუმლო დეგუსტატორები საქართველოშიც აკვირდებიან კერძებს. ქვეყანა "გო’ემიოს" საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა და გალა დაჯილდოებისთვის ემზადება. "გო’ემიოს" ექსპერტები 600-ზე მეტ ქართულ რესტორანს ეწვივნენ და მალე გახდება ცნობილი, ვინ არის საქართველოში საუკეთესო შეფ-მზარეული.

წინასწარ არც ერთმა რესტორანმა არ იცის საიდუმლო კლიენტის შესახებ. შემფასებლების ვინაობაც ანონიმურია.

დღის ამბები