18 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ოზურგეთში ქუჩები დაიტბორა, წყალი კი სახლებში შევარდა

გადაუღებელმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ოზურგეთის ნაწილი, სადაც საჭირო გახდა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა. მოძრაობა ქალაქში რამდენიმე საათის განვმალობაში იყო გართულებული. ახლომდებარე სოფლებში კი წყალი 20-მდე სახლში შევარდა.

ამოტუმბვითი სამუშაოები სამაშველო სამსახურმა განახორციელა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ შემოქმედში, სადაც კალაპოტიდან გადმოსული მდინარე გზაზე გადავიდა და პირველი სართულები დატბორა.

უხვმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის რაიონშიც. მდინარე სუფსამ საყანე ფართობები დატბორა.

დღის ამბები