წყალდიდობა იმერეთში - ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია რამდენიმე ქუჩა. ქალაქის ნაწილი ამ დროისთვის გაუვალია, წყალი შესულია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში. ატომანქანებს ქალაქში გადაადგილება უჭირთ.
მოსახლეობა მიზეზად სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობას ასახელებს. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმების დროს ქალაქში ერთი და იგივე პრობლემა იქმნება.