ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი ლევან ქუჩულურია თბილისში ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ლევან ქუჩულურია ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.
ბიზნესმენის ოჯახი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ლევან ქუჩულურიას მამა გამორიცხავს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მომხდარიყო. მისი თქმით, გამოძიებისთვის სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ქუჩულორია თხილის ბიზნესში იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებით დასტურდება, რომ ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ შემომწირველია, ზუგდიდში პარტიის წარმომადგენლები ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.