18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"წლების განმავლობაში ბურჯანაძე იყო ე.წ. რუპორი ბატონი ივანიშვილის" - "ევროპული საქართველო" ბრალდებებს პასუხობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარე ლიდერთა საბჭოს წევრების განცხადებას ეხმაურება. საუბარია დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, პარტიების ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებმაც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრეს. „ევროპულ საქართველოს“ კი ივანიშვილის სატელიტი პარტია უწოდეს.

როგორც მამუკა ახვლედიანი აცხადებს, უხერხულია ნინო ბურჯანაძის მხრიდან მსგავსი საუბარი.  

„ყველასთვის კარგად ცნობილია და ყველას ახსოვს, რომ ივანიშვილი ასახელებდა ბურჯანაძეს ძირითად ოპოზიციურ ძალად. რომ მას არ ჰყავს ოპოზიციურ ძალაში ალტერნატივა. წლების განმავლობაში ბურჯანაძე იყო ე.წ. რუპორი ბატონი ივანიშვილისა. დღეს კი რა ხდება, ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებად ბურჯანაძის კვოტით არიან წარმოდგენილი,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 

დღის ამბები