18 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"ყველა არის თანაბარ პირობებში" - მმართველი გუნდი ლიდერთა საბჭოს ბრალდებებს პასუხობს

კახა კალაძე არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ყველა არჩევნები რაც ჩატარდა 2012 წლის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო აღიარებული. კახი კალაძემ ლიდერთა საბჭოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ ისაუბრა, რომლებმაც თქვეს, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი გარემოა შექმნილი და ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულეს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ყველა პარტიას აქვს საშუალება თავისუფალ გარემოში წარმოადგინოს თავისი ხედვა.   

„ხომ გახსოვთ ყველას, რა ხდებოდა 2012 წლამდე?! - ცხვირ-პირის მტვრევა, ხელკეტები,  ცოცხები, სამსახურებიდან გამოყრა, დაშანტაჟება. დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია," - განაცხადა კალაძემ.

ლიდერთა საბჭოს ბრალდებებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, როცა არჩევნები დასრულდება, ოპოზიციას ექნება საშუალება, მმართველ ძალას საკუთარი პროექტები და იდეები გაუზიაროს.

„ნაკლებად გვაინტერესებს რაიმე ტიპის შეთანხმებები ოპოზიციასთან, იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიები არიან მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კონკურენტები. როდესაც არჩევნები დასრულდება, რა თქმა უნდა, დაბრუნდება ნორმალური სამუშაო რეჟიმი და ყველა ადამიანს, ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისაც სურს რაიმე პოზიტიური გააკეთოს საქართველოსთვის, ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეები და პროექტები განიხილოს მმართველ ძალასთან,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

​ 

დღის ამბები