Discovery channel-მა ქართული ღვინის შესახებ ვიდეო რგოლი მოამზადა. კლიპში საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქართული კულტურის, ღვინის დამზადების ტრადიციის, ქვევრისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს.
ვიდეო რგოლში ტურისტულად მიმზიდველი ადგილებია ნაჩვენები. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის კლიპი საქართველოს შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით მაყურებელმა იხილა.
ვიდეო კლიპი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის გამოფენას ეძღვნება.