„ამო... ისუნთქე“ - ამ მოწოდებით მთაწმინდის პარკში ფილტვის იდოპათიური ფიბროზისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი, დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
შეხვედრის მონაწილეებმა დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგიაზეც იმსჯელეს. არასპეციფიური სიმპტომატიკის გამო, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დიაგნოსტიკა რთულია.
საქართველში ასეთი პაციენტების ნახევარი საერთოდ არაა დიაგნოსტირებული, ნახევარს კი არასწორად აქვს დასმული დიაგნოზი.