18 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
წყალდიდობა, მეწყერი, დატბორილი სახლები-დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის

უამინდობამ და გადაუღებელმა წვიმამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი გამოიწვია. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა, რადგან შიშობენ, რომ შენობები შეიძლება დაინგრეს.

დამეწყრილი ადგილები ამ დრომდე არ შეუსწავლიათ გეოლოგებს.

შეფერხებებით მიეწოდება ელექტრო ენერგიააჭარის რეგიონის რამდენიმე სოფელს.

რაც შეეხება გურიას, ადიდებულია მდინარეები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. მდინარე ბჟუჟის სანაპიროს გასამაგრებლად მიტანილი ტექნიკა კი ადიდებულმა წყალმა წაიღო. პარალიზებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი და საავტომობილო გზები.

სტიქიამ ყველაზე მეტად ოზურგეთი დააზარალა. მდინარე სუფსა კალაპოტიდან გადმოვიდა და ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა დატბორა. წყალმა სახლებშიც შეაღწია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა სამაშველო სამსახური ადგილზე არ მისულა.

„მდინარესავით შემომივარდა. დავრეკე მოვიყვანე გამგებელი. რა შემიძლია გავაკეთო, ტექნიკა მე არ მყავსო,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

სტიქია მძვინვარებს შავ ზღვაზეც, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში 7 ბალიან შტორმს ელოდებიან.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები