18 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
"ეს კადრები გადაიღო სუს-მა" - ირაკლი ოქრუაშვილი ელისაშვილთან შეხვედრას ადასტურებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მერობის კანდიდატთან ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას ადასტურებს. 

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით შეხვედრა მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან მისი ინიციატივით შედგა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც მან მან ალეკო ელისაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კითხვაზე მხარდაჭერა გულისხმობს თუ არა დაფინანსებას, ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით ამაზე საუბარი არ ყოფილა.

„თუ  ამას გადავწყვეტთ ეს იქნება ღია და არ იქნება დაფარული. ამ ეტაპზე ასეთი ტიპის მხარდაჭერა ჩვენ არ გამოგვიცხადებია,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით შეხვედრის ამსახველი კადრები სუს-ის თანამშრომლებმა გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრის ამსახველი კადრები „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით ფარული ვიდეომასალა თბილისში, რესტორან „ურმულშია“ გადაღებული.

ალეკო ელისაშვილს ოქრუაშვილმა მხარდაჭერა ღიადაც გამოუცხადა სოციალური ქსელის მეშვეობით. მერობის კანდიდატი ამ ფაქტს არ უარყოფს და ამბობს, რომ შეხვედრა საჯარო სივრცეში, ღიად მოხდა.

ელისაშვილი სამომავლოდ პოლიტიკურ პარტნიორობას ოქრუაშვილთან გამორიცხავს.  
 

დღის ამბები