მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის მიზეზი. განცხადება ალეკო ელისაშვილმა „არჩევანში“ ჟურნალისტის ნოდარ მელაძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა რა მიზეზით შეხვდა ის ირაკლი ოქრუაშვილს.
ალეკო ელისაშვილის თქმით მისი გაცნობა სურდათ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრებს და მას შეხვედრის თხოვნით მიმართა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით მას, რომ რაიმე სახის კონსპირაციული შეხვედრა სდომებოდა, ამას მოახერხებდა. ირაკლი ოქრუაშვილთან კი მას ღია შეხვედრა ჰქონდა.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს და ამაში 100 ათასობით ლარი იხარჯება.
„ქართულ ოცნებას“ და კახი კალაძეს გული უსკდება მეორე ტურის შიშით. მთელი ამბავი ის არის, რომ დაძგერებულები არიან და რა ჭუჭყს არ მივრცელებენ და რას არ წერენ. ცოტა ღირსეულად ვიყოთ ჩემო კახი,“-მიმართა ალეკო ელისაშვილმა კახი კალაძეს, რომელმაც თავის მხრივ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს უპასუხა.
„ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ, მართლა არ გრცხვენია, თვალებში შემომხედე და ისე მითხარი“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ალეკო ელისაშვილმა კახი კალაძეს "ამორალური და პატიმრების ბედით მოვაჭრეები" უწოდა.