30 სექტემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"მე ეგეთ სიბინძურეში მონაწილეობა არ მიმიღია არასდროს"-კალაძის პასუხი ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

„მე ეგეთ სიბინძურეში მონაწილეობა არ მიმიღია არასდროს. არც ახლა ვაპირებ და არც მომავალში“,-ასეთი პასუხი გასცა კახი კალაძემ ჟურნალისტს მერაბ მეტრეველს, რომელიც დაინტერესდა გარიგებებით, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს უკავშირდებოდა.   

მერაბ მეტრეველმა ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებს „ქართული ოცნების“ ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი უწოდა. მერაბ მეტრეველი დაინტერესდა ასეთია თუ არა დემოკრატია კახა კალაძის გაგებით. საუბარი შეეხებოდა არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე  ვაჭრობას, რომელშიც მეტრეველის თქმით მონაწილეობდა კახი კალაძე, რევაზ არველაძესთან ერთად.

კახი კალაძემ განაცხადა, რომ მან მსგავსი ჩანაწერის შესახებ არ იცის და არც მსგავსი საუბარი ჰქონია ვინმესთან, რომელიც კანდიდატის გამარჯვებასთან დაკავშირებით ვინმეს ციხეში დაჭერას ან გამოშვებას უკავშირდებოდა.   

დღის ამბები