18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტები - არასამთავრობოები NDI-ის დელეგაციას შეხვდებიან

საქართველოში მყოფი NDI-ის დელეგაციის წევრები პირველ შეხვედრას დღეს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გეგმავენ. არჩევნებამდე შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში გამართავენ.

ჩანიშნულია კონსულტაციები სხვადსხვა პოლიტიკურ პარტიებთან, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ ძალებთან.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს შეხვედრებზე ყურადღების გამახვილებას აპირებენ, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენებაა.

NDI-ის დელეგაცია პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგება. 

„ამ ეტაპზე ჩვენთვის გამოკვეთილია ზეწოლა - მუქარის ფაქტები, ასევე იკვეთება ზემდგომი პირის მიერ იძულებით წინასაარჩევნო პროცესში იძულებით ჩართვა დაქვემდებარებული პირების და ამ ნაწილში სისხლის სამართლის დანაშაულია და შეიძლება გახდეს განხილვის საგანი,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები