მეცნიერებმა პირველად კოსმოსში გრავიტაციული ტალღები დააფიქსირეს. სპეციალისტების განცხადებით, ტალღები ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ნეიტრონული ვარსკვლავი მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე პატარა მყარი კოსმოსური სხეულია.
ორი ვარსკვლავი, რომელიც დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლით იყო დაშორებული, ერთმანეთს 17 აგვისტოს შეეჯახა, რის შედეგადაც გრავიტაციული ტალღები წარმოიქმნა, რომელთა არსებობაც ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორიაში ივარაუდა.
რყევები 100 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ტალღების დაფიქსირება ამერიკელმა მეცნიერებმა ე.წ. "ლიგოს" დეტექტორით შეძლეს, რომლის შემქმნელებსაც წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გადაეცათ.
ამერიკელებთან ერთად, უნიკალური აღმოჩენა ევროპელმა სპეციალისტებმაც და დედამიწასა და კოსმოსში არსებულმა 70-მდე ობსერვატორიამ დააფიქსირა.