სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ მეწყრული პროცესები განავითარა მაღალმთიან აჭარაში. ქედის რაიონში 15 ოჯახს ემუქრება საფრთხე, მათ საცხოვრებელი სახლები დატოვეს, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთებიც. სამ თემს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
რაც შეეხება ხულოს, მეწყერი სოფელ იაკობაძეების საჯარო სკოლასთანაც ჩამოწვა, დაზიანებულია გზის ნაწილი და შენობას საფრთხე ემუქრება, თუმცა სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა. მეორე დღეა ჩაოსა და ღურტას მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დაბა ხულოს სასმელი წყალი არ მიეწოდება.