18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
აღვავლენთ ლოცვებს, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის - პატრიარქი

აფხაზეთის ომის გმირებს გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ დღეს დაკრძალავენ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 

ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის. ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც და აფხაზებიც ის ძმობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, იმ ძმობას ვერავინ დაარღვევს,” - განაცხადა ილია მეორემ.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. 

დღის ამბები