18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
აბასთუმანში გერმანელი ტურისტია ჩარჩენილი

აბასთუმანში გერმანელი ტურისტია ჩარჩენილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ის ქართველ და სხვა გერმანელ ტურისტებთან ერთად, საირმისკენ მიემგზავრებოდა, თუმცა უამინდობის გამო გზა ჩაიხერგა და შეუძლოდ გახდა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეძლო 112-თან დაკავშირება.

ამ წუთებში ადგილზე მიჰყავთ ექიმი, რათა უცხოელ ტურისტს ადგილზე აღმოუჩინოს დახმარება.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ტურისტთა ჯგუფი საირმიდან გამგზავრებულიყო მზეკარის უღელტეხილისკენ, მათ ვეღარ შეძლეს გზის გაგრძელება და ერთი საათის წინ სამაშველო სამსახურიდან მივიღეთ შეტყობინება და მაშინვე გავაგზავნეთ საჭირო ტექნიკა და ასევე ექიმი, რადგან საქართველოს მოქალაქის ინფორმაციით, ერთ-ერთი გერმანელი ტურისტი იყო შეუძლოდ. ახლა ვერ ვუკავშირდებით, რადგან ახლა შესულები არიან ზონაში, სადაც არ არის დაფარვა სატელეფონო,“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ.

დღის ამბები