18 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ე.წ. ზონალური საბჭო და კორუფციული ნიშნები - "გამჭვირვალობის" ანგარიში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ე.წ. ზონალურ საბჭოში არსებულ კორუფციულ რისკებზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მერიას დაქვემდებარებულ ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოში არსებული ვითარება შეისწავლა.

ორგანიზაციის წევრები განმარტავენ, რომ საბჭო ხშირ შემთხვევაში მხარს უჭერს ისეთ კომპანიებს, რომელიც მმართველ გუნდთან არიან დაკავშირებული. მათივე თქმით, გარდა ამისა საბჭოს წევრთა შორის არიან სხვადსხვა კომპანიებთან დაკავშირებული არქიტექტორები, რაც ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს.

„ზოგიერთი შემთხვევა არის მაღალი კორუფციული რისკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის მატარებელი, რადგან ზონალურ საბჭოში შემოვალ პირებს საქმიანობის პარალელურად და გადაწყვეტილების მიღებისას აქვთ კავშირი არქიტექტურულ კომპანიებთან. განცხადების შემტანი პირები ან მათ კომპანიები დაკავშირებულები არიან მმართველ პოლიტიკური გუნდთან,“-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანალიტიკოსი ლაშა სენაშვილი.

დღის ამბები