18 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
სოფელ ლაშეში დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთვება

ხარაგაულში, სოფელ ლაშეში დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკა დღეიდან ჩაერთვება.

მუშაობის დაწყება ადგილზე აქამდე უამინდობის გამო ვერ ხერხდებოდა.

გზის გაწმენდის შემდეგ მისი აღდგენა იგეგმება. გზის ნაწილი ორი დღის წინ მდინარე ჩხერიმელამ ადიდების შედეგად წაიღო. ის ცენტრალურ გზას და ხარაგაულს ერთმანეთთან აკავშირებს. ტრანსპორტი შემოვლითი გზით მოძრაობს.

დღის ამბები