30 სექტემბერი 2024,   13:34
ვრცლად
სტიქია აჭარაში - ვითარებას გეოლოგების სწავლობენ 

ხანგრძლივი წვიმების გამო აჭარაში შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გეოლოგები სწავლობენ, რის შემდეგაც გადაწყდება შეძლებენ თუ არა დაზარალებულები საცხოვრებლებში დაბრუნებას.

მეწყერების გამო ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემები შეექმნა როგორც სასოფლო, ასევე ცენტრალურ გზებს.

დაზიანდა რამდენიმე ხიდი და შენობა. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

ამ დრომდე უშუქოდ არის დარჩენილი 800-მდე აბონენტი. არის წყლის მიწოდების პრობლემაც.

დღის ამბები