გადაუღებელმა წვიმებმა გურიაში, სოფელი ზოტი გარე სამყაროს მოწყვიტა.
ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს და სოფელ ზოტს შორის დამაკავშირებელი გზა დააზიანა. ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
ამჟამად პრობლემა უკვე მოგვარებულია და გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის ზონაში ჩასული იყვნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გადაუღებელმა წვიმებმა გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტი დააზარალა.