არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი," გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოსგან ეფექტური პოლიტიკის წარმოებას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ საკითხზე კვლევა ჩაატარა, რომლის დეტალებსაც დღეს გაასაჯაროებს.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლში" განმარტავენ, რომ მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები არაეფექტურია და ბრძოლა საჭიროა მის გამომწვევ მიზეზებთან და არა შედეგებთან.
„საკანონმდებლო ცვლილებებიც იქნება საჭირო, რომ სასამართლოს მიენიჭოს უფრო მეტი დისკრეცია, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებში განსაზღვროს სასჯელები. აღმასრულებელ ხელისუფლებას რაც შეეხება, საწყის ეტაპზე შრომის ინსპექციის გაძლიერება და მეტი უფლებამოსილების მინიჭება,“-განაცხადა ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარმ დიმიტრი ხაჩიძემ.