18 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაცია - შეხვედრა პარლამენტში

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში შეხვედრა იგეგმება.

შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ეწყობა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაციას გამართავენ, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.

შეხვედრას დეპუტატები, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„კანონპროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს წარდგენილი პარლამენტში გულისხმობს ადამიანის საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებს. ცვლილებები ეხება  ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას,“-მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” აქტივისტმა დავით სუბელიანმა.

დღის ამბები