90 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოქანდაკე და საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატი გოგი ოჩიაური გარდაიცვალა.
გოგი ოჩიაური იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი;
არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „ქალის ტორსი“ (ადლერი, 1969), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა,“ ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).