18 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"აღნიშნული მოსაზრება საფუძველს მოკლებულია ამ ეტაპზე" - სოფო ჯაფარიძეს ომბუდსმენის თანამდებობაზე შეთავაზება არ მიუღია 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, სახალხო დამცველის თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილის სავარაუდო შემცვლელობაზე პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს. იგი აცხადებს, რომ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

მისივე თქმით, ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას მოიაზრებს, განსახილველად ღირს. 

„აღნიშნული მოსაზრება საფუძველს მოკლებულია ამ ეტაპზე. ჩემთვის შემოთავაზება არავის არ გაუკეთებია და შესაბამისად ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციის სინამდვილეს და ჭეშმარიტებას. ნებისმიერი შემოთავაზება მით უმეტეს თუკი ეს ადამიანის უფლებათა დაცვას მოიაზრებს, თავისთავად საინტერესოა და განსახილველად ღირს. თუმცა რას ვიზამ და როგორ ვიზამ ეს არის უკვე შემდგომი საკითხი, რომელიც კონკრეტული შემოთავაზების საფუძველზე უნდა გადაწყდეს,“-განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მოქმედი სახალხო დამცველი კი ფიქრობს,  რომ მისი შემცვლელი არაკომფორტული უნდა იყოს ხელისუფლებისთვის.

„სახალხო დამცველის კანდიდატურას წარადგენენ პარლამენტის ფრაქციები ანუ კითხვა მათთვის არის,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები