არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" მერიის სამსახურებში ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციის რისკებზე საუბრობს. ორგანიზაციამ ე.წ. ზონალური საბჭოს მიერ გაცემული ნებართვების კანონიერება შეისწავლა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ზონალურ საბჭოში კონკრეტული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მუშაობენ და ნებართვას მშენებლობებზე თავადვე გასცემენ. მათ მიერ 11 ნებართვაა გაცემული.
გიორგი სულაბერიძე და სხვა მოწვეული ექსპერტები, რომელზეც ჩვენ კვლევაშია საუბარი, 2014-2017 წლებში სხვადასხვა დროს ამ პერიოდში იკავებდნენ ზონალური საბჭოს წევრის პოზიციას, ანუ მათ უწევდათ გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით და მათ ჰქონდათ პარალელურად ბიზნეს კომპანიებთან კავშირი,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანალიტიკოსმა ლაშა სენაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით დაინტერესებული ყოფილი და მოქმედი დეპუტატები და ასევე „ქართული ოცნების“ შემომწირველები. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ დღეს 11 კაციანი სია გამოაქვეყნა, რომლებიც არიან ქართული ოცნების შემომწირველები და დაინტერესებულები არიან ამავდროულად ე.წ. ზონალური საბჭო გადაწყვეტილებით და მშენებლობის ნებართვებით. ამ სიაში მოხვდნენ ივლიანე წულაია, გრიგოლ ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და ვალერი გელაშვილი.