ოპოზიცია უჩა ნანუაშვილის კიდევ ერთ სავარაუდო შემცვლელს აკრიტიკებს. საუბარია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორზე თამარ ქალდანზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით სახალხო დამცველის პოსტზე მოიაზრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით ქალდანი უკვე წლებია მუშაობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე, თუმცა ის ვერ ახერხებს გათავისუფლდეს გავლენებისგან, დაიკავოს პრინციპული პოზიცია და დაიცვას მოქალაქეების უფლებები
პარლამენტის თავმჯდომარე კი ნაჩქარევად მიიჩნევს ოპოზიციის კრიტიკას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატი დასახელებული არ არის. მისი თქმით არჩევნების შემდეგ დაიწყება განხილვა და მსჯელობა ამ საკითხზე. ნოემბრის თვეში კი დასახელდება კონკრეტული კანდიდატი.