უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, ეს საერთაშორისო ვალდებულებაა.
„არსებობს საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ეს არის ერთ-ერთი პირობა იმისთვის, რომ ამ პროცესში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების აქტიური მონაწილეობა. ეს არის იგივე გაეროს მიერ მიღებული პრინციპების დონეზე, რომელიც მოქმედებს და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითხოვენ, რომ ომბუდსმენის წარდგენის დროს იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა გარანტირებული სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატის შერჩევაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობისკენ მმართველ გუნდს დღეს საპარლამენტო ოპოზიციამაც მოუწოდა. ოპოზიციამ მესამე სექტორს საკუთარი კანდიდატურის შერჩევისკენ მოუწოდა. მმართველ გუნდში კი თქვეს, რომ ნორმა და კომპეტენცია, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების პრეცედენტს, არ არსებობს.
თავსი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენეს და არ გამორიცხეს, რომ მათ საკუთარი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე მართალც წარადგინონ.
რაც შეეხება უჩა ნანუაშვილს, ის სახლახო დამცველის პოსტზე 4 წლით იყო არჩეული. ნანუაშვილი ამ თანამდებობას მხოლოდ ერთი ვადით იკავებდა. მოქმედი კანონი მას საშუალებას აძლევს, ხელმეორედ იქნას დასახელებული, თუმცა ის უნდა წარადგინოს პარლამენტში, რომელიმე ფრაქციამ ან ფრაქციის გარეთ პარლამენტის წევრების ექვს კაციანმა ჯგუფმა. როგორც ნანუაშვილი ამბობს, მას ამ ეტაპზე მსგავსი შეთავაზება არ მიუღია.