18 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
დავა 100 ლარიან კუპიურისთვის - მოსე თოიძის შვილთაშვილი ეროვნულ ბანკს საავტორო უფლების დარღვევაში ადანაშაულებს

ცნობილი მხატვრის მოსე თოიძის შვილთაშვილი საქართველოს ეროვნულ ბანკს საავტორო უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. დავით ამირეჯიბი საავტორო უფლებების დარღვევაზე ლაპარაკობს. მოსე თოიძის შვილთაშვილი ამტკიცებს, რომ 100 ლარიან კუპიურაზე მისი ბაბუის მიერ შესრულებული შოთა რუსთაველია.

მოსე თოიძის მუზეუმის დირექტორი ყვება, რომ მხატვარმა რუსთაველის სახე პირველმა შექმნა და მას ვეფხისტყაოსნის ავტორის 10-მდე ლითოგრაფია და ნახატი ეკუთვნის. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ამბობენ, რომ მოსე თოიძე შოთა რუსთველის პირველი პორტრეტის ავტორი არ არის. 

ასლარიანი კუპიურის გამო, მოსე თოიძის შთამომავლებს ეროვნულ ბანკში უპასუხეს. ქვეყნის მთავარ საფინანსო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თოიძის ავტორობის შესახებ არ იცოდნენ და შოთა რუსთაველის პორტრეტი ეროვნული ბიბლიოთეკიდან კანონის სრული დაცვით მოიპოვეს.

ასლარიან კუპიურაზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტის გამო, სასამართლოში ჩივილს მოსე თოიძის ოჯახი არ აპირებს. მათ ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების იმედი აქვთ.

დღის ამბები