18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ცესკო იმ ტერიტორიას ღობავს, სადაც ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დააანონსა

არჩევნებამდე 3 დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისია ღობეს აშენებს. კომპანიამ, რომელსაც ცესკომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაუფორმა, სამუშაოები 21 ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს.

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელზეც შარშან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა, წელს კი იგივეს აანონსებდა „ლეიბორისტული პარტია“.

ცესკოში გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ტერიტორია საკუთრებაში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადაეცათ და ღობე თანამშრომლებისთვის უსაფრთხო პარკინგის უზრუნველსაყოფად სჭირდებათ.

ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გაყალბებისთვის ემზადება და უსაფრთხოების ზომებს წინასწარ იღებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები