თბილისის მერიასთან არსებულ ე.წ. ზონალურ საბჭოში შესაძლოა ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები და კორუფციის მაღალი რისკი არსებობდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნაში წერია, რომ საბჭოში სამშენებლო კომპანიებისთვის კოეფიციენტების გაზრდაზე, განაშენიანებაზე და მიწისთვის ზონის შეცვლაზე გადაწყვეტილებას ის ექსპერტები იღებენ, რომლებიც პროექტის განმცხადებლები თავადვე არიან.
შესაძლოა თუ არა ადგილი ჰქონდეს ინტერესთა შეუთავსებლობას და ქმნის თუ არა კორუფციის რისკს ერთდროულად საბჭოსა და სამშენებლო კომპანიებში დასაქმებული პირები - მერიაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.
მიუხედავად იმისა, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურთან არსებული საბჭო გადაწყვეტილების მთავარი მიმღებია, თბილისში ტერიტორიის გამოყენებასა და განაშენიანებაზე.