18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ომბუდსმენის პოსტზე მესამე სექტორმა შესაძლოა, პარლამენტს სამი კანდიდატი შესთავაზოს

სახალხო დამცველის პოსტზე შესაძლოა, არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს სამი კანდიდატი შესთავაზოს. სავარაუდოდ, ეს კანდიდატები ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე იქნებიან. თუმცა, მესამე სექტორი არც იმას გამორიცხავს, რომ ერთ კანდიდატზე შეჯერდნენ.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას "ღია პარლამენტის მმართველობის" შესახებ დეკლარაცია ავალდებულებს.

არასამთავრობო სექტორს ეთანხმება საპარლამენტო ოპოზიცია. დეპუტატები ორგანიზაციებს მოუწოდებენ, საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს აუცილებლად წარუდგინონ, რადგან, მათი მტკიცებით, მმართველი გუნდის კანდიდატურა ნდობით ვერ ისარგებლებს.

ოპოზიციას, ისევე როგორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაშიამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორს სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების უფლება არ აქვს და ამას პარლამენტი გააკეთებს.

მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბერში ეწურება. კანონის მიხედვით, მისი შემცვლელი საპარალამენტო ფრაქციამ ან ექვს კაციანმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს.

მმართველი გუნდი მსჯელობის დაწყებას სახალხო დამცველის ახალ კანდიდატურაზე ნოემბერში გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება სოფო ჯაფარიძესა და თამარ ქალდანის კანდიდატურებზე ფიქრობს.

სახალხო დამცველის დასამტკიცებლად პარლამენტს 76 ხმა სჭირდება

ამავე თემაზე
დღის ამბები