ქართველი მოქანდაკე და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ოჩიაური ცნობილი ქანდაკებების "ვაჟა ფშაველა“, "ზღვა", "შენ ხარ ვენახი" „ქალის ტორსი" - ცნობილი ქანდაკებების ავტორია.
ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელმა მოქანდაკეების არა ერთი თაობა გაზარდა.
მოქანდაკის შემოქმედებითი გზის პარალელურად, გოგი ოჩიაური პოლიტიკაშიც აქტიურად იყო ჩართული. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატიც გახდა.
გამორჩეული მოქანდაკე არა ერთი პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის და ჯილდოს მფლობელი იყო.