18 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
კანონის შესაბამისად, მოვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას ნებისმიერ გადაცდომაზე - შს მინისტრი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს 

თვითმმართველობის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრმათათბირი ჩაატარა.

შეხვედრას ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები დაესწრნენ.

შეხვედრაზე "პოლიციის შესახებ" კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„განვსაზღვრეთ არჩევნების დღეს პოლიციის მოქმედების გეგმა. შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, მოვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება,“- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები