18 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
შემომითვალა, დაწეროს განცხადება, თორემ უნდა გავათავისუფლოო - დოდო კეზუა თბილისის 67-ე სკოლის დირექტორს მუქარაში ადანაშაულებს 

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი დოდო კეზუა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. საუბარია მოსწავლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.

დოდო კეზუაკურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ მასსა და დირექტორს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორმა მის წინააღმდეგ უჩა ნანუაშვილს მიმართა.

„სათვალთვალოდან უთვალთვალებდა, ეუბნებოდა მოსწავლეებს, გინდა თუ არა  დამიწერეთ რას აკეთებთ გაკვეთილზე. ვუთხარი დაანებე თავი ამ ბავშვებს თავი მეთქი, მაინც გაიმეორა და თითით ელაპარაკა. სკოლა ჩემია და მე როგორც მინდა ისე წარვმართავ და თქვენ დაწერთ ამასო. ვითომ 4-ში მოხდა ასეთი ინციდენტი თითქოს მე მოსწავლეს დავარტყი. გამოკვლევა მოხდა მოხდა მანდატურის გავლით. ყველა ეს გამოკვლევა მიმდინარეობს მანდატურის გავლით და ბავშვებს ათქმევინა სიცრუე, ტყუილი.

"შემომითვალა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პირით, რომ დაწეროს განცხადება, თორემ უნდა გავათავისუფლოო,“-განაცხადა №67-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა დოდო კეზუამ.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის მხარდამჭერ საპროტესტო აქციას მართავენ. მასწავლებელი ამჟამად ბიულეტენზეა გასული, თუმცა სკოლაში ამბობენ, რომ დირექტორს მისი სკოლიდან გაშვება აქვს განზრახული.

სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, თუმცა მე-12 კლასელები დღეს გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მოზარდების განცხადებით სკოლის 3 მოსწავლეს იძულებით დააწერინეს განცხადება, თითქოს აღნიშნული მასწავლებელი ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდა.

ქიმიის მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეურაცხყოფაზე საუბრობს მშობელთა ნაწილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები