18 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"ვეღარ გააყალბებ"-"ნაციონალურმა მოძრაობამ"დარღვევებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

პროექტის „ვეღარ გააყალბებ!“ ფარგლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

პარტიის ინფორმაციით  კვლევისას გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

„მე აქედან გამოვყოფდი ორ პრობლემას: ერთს, როდესაც პოლიტიკური დევნის შედეგად ერთი პოლიტიკური გუნდი ანუ მმართველი  პოლიტიკური გუნდი ადგენს ხელოვნურად ოპოზიციური გუნდის შემადგენლობას და ამ შემადგენლობიდან  ხელოვნურად თიშავს ყველაზე მძიმე წონოსან ფიგურებს სასამართლოსა და პროკურატურის გამოყენებით როგორიც არის მაგალითად ყოფილი პრეზიდენტი  სააკაშვილი, მაგალითად ჩვენი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. მეორე ფაქტი არის დაფინანსების საკითხი,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა. 

 

დღის ამბები