ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს მარნეულის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერებიც.
“ამ არჩევნებზე მიდიხართ თქვენი უკეთესი მომავლის გულისთვის, მარნეულის უკეთესი მომავლის, საქართველოს უკეთესი მომავლის გულისთვის იმიტომ, რომ ბრძოლა რომელშიც ვართ ყველა ჩვენგანი, ეს არის მშვიდობიანი ბრძოლა უკეთესი ცვლილებებისთვის საქართველოში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრაზე საკუთარი საარჩევნო კამპანია შეაჯამა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა მარნეულში ახმედ იმამკულიევმა.
“ჩვენ ვიბრძვით საქართველოს კეთილდღეობისთვის, ეს გამარჯვება იქნება თითოეული საქართველოს მოქალაქის გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება ჩვენი მარნეულიდან დაწყებული და დამთავრდება ქალაქ თბილისში, ჩვენ დედაქალაქში და საქართველო გახდება ევროპული საქართველო“ - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.